„სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე – workabroad.moh.gov.ge გადის.” – ვკითხულობთ 4 დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საიტზე, თუმცა მითითებულ ინტერნტ-მისამართზე ვერ შევდივართ. საიტი ამ დრომდე არ მუშაობს. “ვებგაზეთი” ცდილობს სიტუაციის გარკვევას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ცდილობს.