“მე არ ვიცი ღარიბაშვილი რას იზამს ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს, რომ ის რაღაცნაირად წავა და პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე, ან ეპიდემიოლოგებს აღარ დაუჯერებს და გახსნის ქვეყნის ეკონომიკას, არა, ასეთი მოლოდინი არ მაქვს.
მე არ ვიცი ღარიბაშვილი რას იზამს ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს, რომ ის რაღაცნაირად წავა და პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე. ასეთი მოლოდინი არ მაქვს
ღარიბაშვილთან მიმართებით საერთოდ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, არანაირი. ჩემი აზრით, ეგ ადამიანი არის ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად სტერილური. მახსოვს მისი პრემიერობის პერიოდი, როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი და მათ შორის, მახსოვს მასთან კითხვა-პასუხები პარლამენტში, როდესაც მოდიოდა ხოლმე, როგორც პრემიერობის კანდიდატი, ან პრემიერი, ჩვეულებრივად სტერილურია, არაფერი არ ესმის საერთოდ”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მახსოვს მასთან კითხვა-პასუხები პარლამენტში, როდესაც მოდიოდა ხოლმე, როგორც პრემიერობის კანდიდატი, ან პრემიერი, ჩვეულებრივად სტერილურია, არაფერი არ ესმის საერთოდ
შეგახსენებთ, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა და მიზეზად, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდთან უთანხმოება დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება “დროებით” გადადო.
ასევე, გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.