“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პოლიციელის მხრიდან შშმ მოზარდზე ძალადობის ვიდეო “განზრახ ჩადენის ეჭვებს ბადებს”. ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
“ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს”, – წერს ვოლსკი.