22.11.2024

გია ვოლსკი პოდოლიაკის განცხადებაზე – ვფიქრობ, საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს

ჯობია, ტონი უფრო კონსტრუქციული იყოს, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენგან არ მოდის ეს – ბევრი საკითხია, რაც გადაფარვას მოითხოვს და ვფიქრობ, საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს, რომ დღენიადაგ შეურაცხყოფა მიაყენონ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ”.

ვოლსკის თქმით, საქართველოს მიმართ „სერიოზული, უსაფუძვლო და უტიფარი ბრალდებები“ ისმოდა, რასაც „პასუხგაუცემელს ვერავინ დატოვებდა“.

„ჯობია, ტონი უფრო კონსტრუქციული იყოს, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენგან არ მოდის ეს – საკმაოდ სერიოზული, უსაფუძვლო და ხშირად უტიფარი ბრალდებები გავიგეთ საქართველოს და მისი ხელისუფლების მიმართ. ასევე იყო მოწოდებები რევოლუციაზე, მთავრობის ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის საკითხებზე იყო საუბარი და ამას პასუხგაუცემელს ვერავინ დატოვებდა. ძალიან სერიოზული დასკვნები გაჟღერდა საერთაშორისო დონეზე თუნდაც არახამიას და აბრამოვიჩის გაურკვეველ ურთიერთობებზე, აბრამოვიჩის მონაწილეობაზე მოლაპარაკებებში, თითქოს თურქეთ-რუსეთი ისე ვერ გაარკვევენ, თუ აბრამოვიჩი არ ჩაერთვება. ბევრი საკითხია, რაც გადაფარვას მოითხოვს და ვფიქრობ, საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს, რომ დღენიადაგ, მათ შორის ჩვენი მედია-საშუალებების ძალისხმევით, შეურაცხყოფა მიაყენონ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ.

რაც შეეხება პოდოლიაკის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ „ქართველი მებრძოლების გვარები რუსეთის ხელში, საქართველოს შიგნით მყოფი ინსურგენტების დახმარებით მოხდა“, ვოლსკი ამბობს, რომ ეს ან რუსული მხარის პროვოკაციაა ან მოგონილი თემა.

„შევეკითხებოდი [პოდოლიაკს], გადაწყვეტილებები, რაც მიიღეს – დაზვერვის სამსახურის უფროსი მოხსნეს და სერიოზული შეკითხვები გააჩინა, ასევე პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოხსნეს იმ ეჭვებით, რომ მათ კავშირი აქვთ რუსულ სამსახურებთან. ვფიქრობ, ჯერ ამ შეკითხვებზე უნდა გასცეს პასუხი და შემდეგ მოითხოვოს აქეთ. ვინაიდან არ არსებობს რესურსი იმისა, რომ ვინმეს გააჩნდეს ინფორმაცია, თუ არა რუსული მხარე, რომ რაღაც ასეთი საქართველოში ხდება. ვფიქრობ, ეს არის რუსული მხარის პროვოკაცია, ან მოგონილი თემა, ფურცლების ფრიალი, რომელსაც შინაარსი არ აქვს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“. მისივე თქმით, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img