„თეორიულად, ჰიპოთეტურად შანსი კიდევ არსებობს იმისა, რომ ევროკავშირის საბჭომ ჩვენთან მიმართებით განახორციელოს ცვლილება და საქართველოს შესახებ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
„თეორიულად, ჰიპოთეტურად შანსი კიდევ არსებობს იმისა, რომ ევროკავშირის საბჭომ ჩვენთან მიმართებით განახორციელოს ცვლილება და ვთქვათ, შეცვალოს ის ბოლო წინადადება, რომელიც ეხება საქართველოსთვის ჯერ წინაპირობების წამოყენებას და შემდეგ უკვე კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მაგრამ, დიდი ალბათობით, ევროკავშირის პროცედურების გათვალისწინებით ეს არ მოხდება, ვინაიდან ძალიან ცოტა შემთხვევაა, ერთეული შემთხვევებია, როდესაც ევროკომისიის დასკვნა არ იქნა ბოლომდე გათვალისწინებული ევროკავშირის საბჭოს მიერ“ – აცხადებს გიგი გიგიაძე.