23.11.2024

გიგი უგულავა-პროტესტი იქნება უმწვავესი, უნდა ველოდოთ ყველაფერს!

პროტესტი იქნება უმწვავესი, უნდა ველოდოთ ყველაფერს! სადაც „ქართული ოცნების” დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ არნახულ საერთაშორისო მხარდაჭერას ნიკა მელიას მიმართ და უდიდეს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა და ხდება ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ჩვენ აქ ვაპროტესტებთ უკუსვლას, დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას, ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყანა შინაარსობრივად ემსგავსება რუსეთს და ბელარუსს. აქაური ჩვენი ხალხის პროტესტის გარეშე არაფერი და ვერაფერი მოხდება, სამწუხაროდ. განცხადებები დარჩება განცხადებებად, თუ ჩვენ არ ვიაქტიურეთ.

პროტესტს მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გავიდა ყველა წითელ ხაზს იქით, როდესაც ვანდალიზმი გახდა ამ ხელისუფლების ჩვეული ცხოვრების წესი, როდესაც მილიონზე მეტ ადამიანს გადააქცევ შენს ქვეყანაში მეორე ხარისხოვან მოქალაქედ, მიიღებ აუცილებლად მწვავე პროტესტს.

პროტესტი იქნება უმწვავესი მანამ, სანამ პოლიტიკური პატიმრები არ იქნება გათავისუფლებული და არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს, როგორც არა ვინმეს აკვიატებას, არამედ ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალს. რასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს საშუალებას, უნდა ველოდოთ ყველაფერს – პიკეტი, მანიფეატაციები ყველა ქალაქში, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს ყველგან, იმიტომ, რომ ეს მიწა არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ მეგობრებო, რომ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ, ამ ფუფუნებას თქვენ ვერ მიიღებთ. ამიტომ ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ აი, ის სამარცხვინო რამ, რაც მათ ჩაიდინეს და მათი კოლეგა რომ ციხეში გაუშვეს, მხოლოდ მაგიტომ იქნება ინდივიდუალურად სიცხვილის ბოძზე გამოკრული“ – განაცხადა უგულავამ.

სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს

უგულავას თქმით, მათთვის ცნობილია იმ სამართალდამცავების სახელები, რომლებიც ნიკა მელიას დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ და უნდა იცოდნენ, რომ მათ ექნებათ „მგლის ბილეთი“ და არასდროს სახელმწიფო სამსახურში აღარ იქნებიან.

„ტყუილად ჰგონიათ „მასკებში“ დამალულ სამართალდამცავებს, რომ მათი სახელი და გვარი არ ვიცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ინდივიდუალურად ვინც აი, ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა. ის დრო წავიდა აი, ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენ ყველას გამოვადგებით – არა! ვინც არის ვანდალი, ვინც აი, ასეთ რამეზე მოაწერს ხელს, უნდა იცოდეს, რომ მას ექნება „მგლის ბილეთი“ და არასდროს სახელმწიფო სამსახურში არ იქნება იმიტომ, რომ ის არის მონა და ჩვენ სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება ის, ვინც ემსახურება ხალხს და არა ერთ ვიგინდარა მილიარდერს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ტყუილად ჰგონიათ „მასკებში“ დამალულ სამართალდამცავებს, რომ მათი სახელი და გვარი არ ვიცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ინდივიდუალურად ვინც აი, ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ასევე, კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ შეთავაზებასთან დაკავშირებით – ოპოზიციასთან დიალოგის შესაძლებლობაზე. უგულავამ ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას ფარისევლობა, დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილი უწოდა.

„ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა! მე ცხოვრებაში ბევრი რამე მინახავს, მაგრამ მსგავსი დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილი, ვერ წარმომედგინა. მხოლოდ და მხოლოდ, ასეთ უტიფარ და უთავმოყვარეო ადამიანს შეეძლო გუშინდელის მერე, რაც მან ჩაიდინა, მსგავსი განცხადება გაეკეთებინა. თუ ივანიშვილს სურს სიტუაციის განმუხტვა, რამდენიმე რამ უნდა გააკეთოს, ყველაზე მთავარი – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი უნდა დაიწყოს. ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის ენას იყენებს. ისაა ადამიანი, რომელიც თიშავს და არასდროს არ აერთიანებს. ისაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთმანეთის ღვიძლი ძმები და მეგობრები ერთმანეთს გადაკიდოს“, – განაცხადა უგულავამ.

ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა! მე ცხოვრებაში ბევრი რამე მინახავს, მაგრამ მსგავსი დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილი, ვერ წარმომედგინა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img