პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ დატოვა “ქართული ოცნება”.
“რატომ ვაფუძნებ პარტიას? მე გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რიგითი მოქალაქეების პრობლემებს. რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რიგითი მოქალაქეეების პრობლემებზე ზრუნვა.
გადავდექი იმიტომ, რომ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ მმართველი პარტია თავის ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას.
გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდეგი” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ.