22.11.2024

გიორგი გახარია – კონკრეტული ადამიანების დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, პროცესს აფერხებს

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული შეთანხმების კონტექსტში კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ამ პროცესს აფერხებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა “ამბიციური ტვირთი იტვირთა” და ამისთვის მადლობა უნდა გადაუხადონ.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა. მისი განმარტებით, მან ილია მეორეს აღსაყდრების იუბილე წინასწარ მიულოცა, რადგან 25 დეკემბერს ქვეყანაში არ იქნება. რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკური საკითხებს, გახარია ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

“განსაკუთრებული ამ პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები ამ საკანონმდებლო ორგანოებით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ”, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია და მიზნის მიღწევის გზად შიმშილობა პროტესტის სწორ ფორმად არ მიაჩნია.

“კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა და კიდევ ბევრი რამ, დეოკუპაცია.

შიმშილობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც მიგვიყვანს შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. დღეს ქვეყანაში რეალური პრობლემა ახალი წლების წინ აქვს თითოეულ ოჯახს შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების და ა.შ. შეთანხმება კონსენსუსი ეროვნული უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img