25.11.2024

გიორგი გახარია – ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ

გიორგი გახარიამ პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” დააფუძნა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საქართველოსთვის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ახლად დაფუძნებული პარტიის წევრებმა გაერთიანების შეკრებაზე მიიღეს.

პარტიის შეკრებაზე ასევე დაამტკიცეს პარტიის წესდება.

სიტყვით გამოსვლისას. ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა თუ რატომ დააფუძნა პარტია და ასევე, იმ მიზეზებზეც თუ რატომ დატოვა პარტია “ქართული ოცნება” და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

“დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის. ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არავის წინააღმდეგ. 

ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს. ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოქალაქისთვის, აბსოლუტურად ნათელია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი, რომელსაც შეუძლია და უნარი შესწევს სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს, უთხრას სიმართლე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. და რაც მთავარია, მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით, ქვეყანას შესთავაზოს წესრიგი, ოღონდ საამართლიანი წესრიგი. სამართლიანი წესრიგი არის ის სივრცე, რომელშიც შეგვეძლება ყველას ერთად, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და რაც მთავარია, ვემსახუროთ სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში, მაშინ როდესაც პოლიტიკურ ძალებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის კინკლაობა ჩხუბი შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ქვეყნისთვის რაიმე პროგრესის მომტანია, არა! სინამდვილეში კარგ შემთხვევაში ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით, ცუდ შემთხვევაში ქვეყანა იხევს უკან.

პარტიის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს “ექსპო ჯორჯიაში”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img