24.11.2024

გიორგი გახარიას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ნატალია საბანაძე იქნება

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირში ყოფილი ელჩი, ნატალია საბანაძე იქნება. ამის შესახებ დღეს გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან თქვა. გახარიას თქმით, მისი დანიშვნა ამ პოზიციაზე გუნდს გააძლიერებს.

“დღეს ოფიციალურად შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან. ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი საერთაშორისო რეპუტაცია, ისევე, როგორც ქვეყნის შიგნით. ესაა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის”, – თქვა გიორგი გახარიამ.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა 2021 წლის 21 მარტს დატოვა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img