ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტიამ “საქართველოსთვის” რეგიონული ოფისი ბათუმში 14 ივნისს გახსნა, თუმცა დღეს პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ. აჭარაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი მიქელაძის თქმით, ადამიანები მათთვის ოფისების მიქირავებას მუქარისა და შანტაჟის გამო ვერ ახერხებენ.
“ჩვენ ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ეს ადამიანი ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისა და პარტიის მიმართ, ფაქტობრივად, მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია. მიზეზად კი დასახელდა იგივე ფაქტი, რომელიც მედიის საშუალებებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე.
ჩვენ მთელი რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ძალიან ბევრი ოფისის გახსნას და, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები ღიად გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, მოგვაქირაონ ოფისი, ვერ ახერხებენ იმ დაშინებისა და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მისი და თანავუგრძნობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ მის აზრს და რთულ მდგომარეობას, ოფისს დავტოვებთ. ფაქტია, რომ ეს ქცევა ძალიან ჰგავს ნაციონალურ მოძრაობისას 2012 წელს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ თუ როგორ სრულდება მსგავსი პროცესი.”. – განაცხადა მიქელაძემ.