საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.
„მორალური ტესტი უკრაინაზე: მინიმუმ მხარი დაუჭირეთ უკრაინას და პუტინს აგრესორი უწოდეთ. შემდეგ – სანქციების დაწესება და კიდევ იარაღის გაგზავნა. მკაფიო აზროვნებით, რომ პრინციპების ღალატი და ბოროტებისგან თავის არიდება მხოლოდ ამრავლებს მას“, – წერს გიორგი მარგველაშვილი.