22.11.2024

გიორგი ქადაგიძე – რუსეთის ეკონომიკა Apple-ზე ცოტათი დიდია ანუ რუსული “დიდება” შედარებისთვის

“რუსეთის ეკონომიკა Apple-ზე ცოტა დიდია, მას არ შეუძლია აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის სამხედრო კამპანია”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზედენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

ქადაგიძის თქმით, ერთადერთი რაც რუსეთს შეუძლია, არის ის, რომ დაჩაგროს თავისზე ღარიბი და პატარა მეზობლები, ხელები აფათუროს მათ შიდა პოლიტიკაში, დაარწმუნოს ისინი რომ მათ არაფერი ეშველებათ და მუდამ სიღარიბეში აცხოვროს.

“რუსული “დიდება” შედარებისთვის;
– რუსეთის ეკონომიკა კომპანია “ეფლზე” ცოტა დიდია;
– რუსეთის მთლიანი სამხედრო ბიუჯეტის ოდენობის თანხას, “მაიკროსოფტი” ქენდი ქრაშის და ქოლ ოფ დიუთის ვიდეო თამაშებში იხდის;
– მსოფლიოს ტოპ 200 სასწავლებელში არცერთი რუსული უნივერსიტეტი არ არის. რუსეთში, არცერთ სფეროში, ათწლეულებია არ შექმნილა არანაირი ღირებული ტექნოლოგია;
– მსოფლიოში 130-ე კორუფციით, მხოლოდ ჩამორჩენილ აფრიკულ სახელმწიფოებს უსწრებს;
– რუსეთის ნავთობის მთლიანი ექსპორტის ოდენობის თანხა გაედინება დასავლური ქვეყნების უძრავ და მოძრავ ქონებაში, სადაც ასევე რუსული “ელიტის” შვილები ცხოვრობენ განცხრომაში;

დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია. ცივი ომის იმიტაცია კი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, თუ რიცხვებს ჩავხედავთ.

ერთადერთი, რაც მას შეუძლია, დაჩაგროს თავისზე ღარიბი და პატარა მეზობლები, ხელები აფათუროს მათ შიდა პოლიტიკაში, დაარწმუნოს ისინი რომ მათ არაფერი ეშველებათ და მუდამ სიღარიბეში აცხოვროს.
სრული მხარდაჭერა უკრაინას, რომელსაც რუსეთი ვერასდროს მოერევა!!!”. – წერს ქადაგიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img