“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის გიორგი ვაშაძის აზრით, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტი მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.
როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, ის ამ საკითხს პარტიის წევრებთან განიხილავს.
“ჩემი აზრით, ეს არის დაკუმენტის შინაარსი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით”, – თქვა ვაშაძემ.