22.11.2024

გიორგი ვაშაძე – იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მალე იტყვის, რომ “ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა – პრეზიდენტის საუბარში ამის სიმპტომები იყო

„ქართული ოცნების“ მიმართ პრეზიდენტის განცხადებებს ბოლო ბწკარი აკლდა – იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მალე იტყვის, რომ “ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა – პრეზიდენტის საუბარში ამის სიმპტომები იყო, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი იყოს ის, რომ “ქართული ოცნება“ დასავლური განვითარებისა და ინტეგრაციის გზას ასცდა, არის ანტიამერიკული, ანტიევროპული და შესაბამისად, ანტიქართული პოლიტიკური ძალა.

“პრეზიდენტმა ძალიან სწორად თქვა, რომ ახლა როდესაც რუსეთი ჩვენს ტერიტორიას – ბიჭვინთას იტაცებს და ხელისუფლება ამაზე არაფერს ამბობს, ხოლო ამის პარალელურად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს, ევროპარლამენტარებს, დასავლეთს არა მარტო თავს ესხმის, არამედ ომის დაწყებაში ადანაშაულებს მათ, ეს არის ანტიქართული ქმედება – ეს არის პრორუსული პოლიტიკური ძალა. აგერ თქვენ და აგერ მე – მათ შორის პრეზიდენტს მოუწევს, რომ “ქართულ ოცნებას“ თავისი დიაგნოზი დაუსვას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img