26.11.2024

გიორგი ვაშაძე – როგორც „ქართული ოცნებაა“ გადამგდები, ზუსტად ისე არის „ნაციონალური მოძრაობა“

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ნაციონალირ მოძრაობას” ღიად აკრიტიკებს და ამბობს, რომ ენმ-იც ისეთივე გადამგდები პარტიაა, როგორც “ქართული ოცნება”. მისი თქმით, ყველა კარგი ადამიანი “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და არ გამორიცხავს, რომ მომავალში პარტიის დატოვება ნიკა მელიასაც მოუწიოს.

„ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი, არის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე რომ მეგონა, “ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწორებდი, მაგრამ ეს პარტია არ სწორდება. შეიძლება ახალგაზრდა ვიყავი. ყველა ადამიანი პროცესს საკუთარი გადასახედიდან უყურებს. ყველაფერი დაარღვიეს. 2020 წელს ისანში გამარჯვების შანსი მქონდა, შემოვარდნენ და კანდიდატი დამიყენეს. რატომ დამიყენეს იცით? – ოღონდ მე კარგი შედეგი არ დამედო.

2012 წლიდან მოყოლებული ეს ხალხი გიჟივით სულ მებრძვის ხოლმე ყველა პროცესში და რატომ მებრძვის, ვერ გავიგე. ყველაზე მეტად გული მტკივა იმ ამომრჩეველზე, რომლებსაც ეს ხალხი ატყუებს. როგორც „ქართული ოცნებაა“ გადამგდები და ახლა ამნისტიის კანონშიც დამატებითი ჩანაწერი გააჩინა, ზუსტად ისე არის „ნაციონალური მოძრაობა“. არ მისაუბრია საჯაროდ ამაზე და ახლა საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად ვისაუბრო. ინდივიდუალურ შეხვედრაზე შემომთავაზეს კიდეც საპარლამენტო არჩევნების მერე, მოდი ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ, აღარ მინდა თქვენი მოტყუებები და გადაგდებები მეთქი“,-განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.

მისი თქმით, ვინც ოპოზიციიდან მედიატორ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა, „ჯვარედინ ცეცხლშია“.

„ახლა ჩვენ, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, ჯვარედინ ცეცხლში ვართ. „ოცნება“ აქედან გვირტყამს იმიტომ, რომ ამნისტიის კანონში რაღაც ჩაწერა ისეთი, რომ მოვატყუოო, აქეთ „ნაცმოძრაობა“ არის ჩასაფრებული, აი, ხომ გეუბნებოდით რა ჩაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტშიო. ამ „ნაცმოძრაობას“ ვეუბნები, გავიგე, „ქართული ოცნება“ კი არ გამოსწორებულა. ჩვენ ახლა მოჯადოებული წრის გარღვევის პროცესში ვართ“,-განაცხადა ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img