26.11.2024

გიორგი ვაშაძე სააკაშვილზე – ვისაც გჯერათ რომ ჩამოვა, დაელოდეთ

ვისაც გჯერათ რომ ჩამოვა, დაელოდეთ, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნება.

ვაშაძის შეფასებით, მას სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლა არ ეხება.

„მიხარია, რომ თვითმმართველობაზე მიბმული რიგგარეშე არჩევნები უკვე რეფერენდუმის ტერმინოლოგიით არის მოხსენიებული. ამიტომ ვამბობ, რომ გაიმარჯვა მთელი გულით გაკეთებულმა შეთანხმებამ და მიხარია, რომ ამაში პარტნიორებთან ერთად დიდი წვლილი მაქვს. დანარჩენი, ვის რა გეგმა აქვს, ვინ ჩამოვა და ვინ წავა, მოდით, ხალხმა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ეს მე ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი გზა არის მესამე გზა, რომელმაც გაიმარჯვა გუშინ, დღეს და გუშინწინ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, დოკუმენტი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, საერთო ეროვნულ და ევროპულ შეთანხმებად იქცა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img