22.11.2024

“გლოვოს“ კურიერები გაიფიცნენ, “ბოლტ food” რესტორნებისთვის საკომისიოს ხსნის, რესტორნები კი გაფიცვისთვის ემზადებიან

კომპანია Glovo-ს კურიერები შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ და აქციას მართავენ. კომპანიის კურიერების ნაწილი უარს აცხადებს მისამართებზე გასვლაზე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.Glovo-ს წარმომადგენელმა ოფისთან შეკრებილ კურიერებს განუცხადა, რომ კომპანიის მენეჯერი მათთან შეხვედრას 10 თებერვალს გამართავს. კურიერების განცხადებით, კომპანიამ მათი გასამრჯელო ანუ თითოეული გამოძახებიდან მიღებული განაკვეთი შეამცირა. “ტარიფები შეცვალეს, ძალიან დაიწია, ბონუსიც შეცვლილია, “ჩაის” (გასამრჯელოს) გვპარავენ, ადამიანური პირობები არ გვაქვს. მე რომ ობიექტზე მივდივარ, იქ 40 წუთს არ უნდა მალოდინებდნენ, ეს მოგვარებული უნდა იყოს. კვირაში 180 ლარი რომ გამოგივიდეს, დღეში 12 საათი არანორმალურ რეჟიმში უნდა იმუშაო, ოჯახი არ უნდა გახსოვდეს და ადამიანს არ უნდა ჰგავდე”, – განაცხადა აქციაზე Glovo-ს კურიერმა. 

დღესვე განცხადება გაავრცელა ბოლტ food-ის მენეჯმენტმა , სადაც წერია რომ პარტნიორი რესტორნებისთვის სრულად მოხსნის საკომისიოს 1 თებერვლიდან იმ პერიოდამდე ვიდრე ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები იქნება.

ხვალიდან 161 რესტორანი კი 24 საათით პროტესტის გამო გატანის სერვისს შეწყვეტს, მასთან ერთად ერ-ერთი მიტაის კომპანიაც.

წყარო BMG

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img