წალენჯიხის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას თქმით, მან და მისმა გუნდმა ზუსტად იციან გამარჯვების შემდეგ რა უნდა გააკეთონ. 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც 30-მდე უმნიშვნელოვანეს საკითხს მოიცავს, ზუსტად ასახავს წალენჯიხელების საჭიროებებს და მორგებულია მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.
როგორც გოგა გულორდავამ “აქცენტთან” საუბრისას აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები წალენჯიხისთვის იქნება:
,,რამდენიმე მნიშნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ის ამბავი რად ღირს, როდესაც მახსენდება რომ 2021 წლის ბოლომდე გაზიფიცირებულ აბონენტთა რიცხვი 10.000-ს გადააჭარბებს?!
გამორჩეულად ვგულშემატკივრობ წალენჯიხის ტურისტულ პოტენციალს და ყველა იმ პროექტს, რომელიც წალენჯიხაში ამ მიმართულებს გააძლიერებს.
მომდევნო წლებში, საქართველოში მრავალმილიონიანი ტურისტული ნაკადებია პროგნოზირებული და აქედან, მრავალათასიანი სეგმენტი სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტზე მოდის. გამარჯვების შემდეგ ვაპირებ პირადად ჩავუდგე სათავეში და ბოლომდე მივიყვანოთ სოფლის ინტერნეტიზაციის პროექტი – შედეგად 4137 ოჯახს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ექნება.” – ამბობს გულორდავა.
გულორდავას თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების თვითმმართველობის საქმეში აქტიურად ჩართვას. ასევე, წალენჯიხის მერობის კანდიდატი წალენჯიხელ ახალგაზრდებთან ერთად სპორტული ცხოვრების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის და შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფას გეგმავს.