23.11.2024

Google-მა რუსეთის დუმის YouTube არხი დაბლოკა

Google-მა რუსეთის დუმის Youtube არხი დაბლოკა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება საინფორმაციო ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ.

“აშშ-ის ხელისუფლება აიძულებს ამერიკულ IT კომპანიებს, რომლებიც ფლობენ სოციალურ ქსელებს, აწარმოონ საინფორმაციო ომი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა ვოლოდინმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერis, მარია ზახაროვაs განცხადებით კი, YouTube-მა “საკუთარი ბედი დალუქა”.

Google-ში აცხადებენ, რომ პარლამენტის ქვედა პალატის YouTube არხის დაბლოკვისას კომპანია მოქმედ სანქციებს დაემორჩილა.

“Google ვალდებულია დაიცვას ყველა მოქმედი სანქცია და ვაჭრობის შესაბამისობის კანონები. თუ ანგარიში არღვევს ჩვენი მომსახურების პირობებს, ვიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img