21.11.2024

გრიგოლ გეგელია – კობახიძე ოფიციალურად გახდა ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძე, მან რუსებს საქართველოში შესაძლო შემოჭრის პირდაპირი საბაბი მისცა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ კობახიძე რუსეთის არმიას მოუძღვის საქართველოში.

გეგელიას თქმით, უმრავლესობის ლიდერი მშვიდობიან ადამიანებს ომის სურვილში ადანაშაულებს, სინამდვილეში კი თავად თესავს სამოქალაქო შუღლს, აღრმავებს პოლარიზაციას და ადამიანებს აპირისპირებს ერთმანეთთან.

„ირაკლი კობახიძე უკვე ოფიციალურად გახდა ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძე. ჯერ კიდევ მარტში და ახლა უკვე დღეს, კობახიძემ რუსებს საქართველოში შესაძლო შემოჭრის პირდაპირი საბაბი მისცა, როდესაც თქვა რომ საქართველოში რუსები ეთნიური ნიშნით იდევნებიან. ამაზე მეტი საბაბი რუსეთს არცერთი სამხედრო შეჭრის დროს არ დასჭირვებია. კობახიძემ გაიმეორა და გაამყარა სწორედ ის რიტორიკა, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში და 2022 წელს უკრაინაში შეჭრის წინ იყენებდა არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის გასამართლებლად. კობახიძის დანაშაული ორმაგად მძიმეა, რადგან მან შესანიშნავად იცის რას აკეთებს. ეს არც უნებლიე შეცდომაა და არც საკითხის გაუაზრებლობა. ეს არის კრემლის სცენარის გააზრებული გატარება “ქართული ოცნების” ხელით. “ქართული ოცნება” თავისი პარტიულ-პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად მშვიდობისმყოფელ ადამიანებს ომის სურვილში ადანაშაულებს, სინამდვილეში კი თვითონ თესავს სამოქალაქო შუღლს, აღრმავებს პოლარიზაციას, ადამიანებს აპირისპირებს ერთმანეთთან და ახლა უკვე რუსეთის არმიას მოუძღვის. ამ ყველაფრისთვის “ქართული ოცნება” უმძიმეს ფასს გადაიხდის“, – განაცხადა გეგელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img