პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
„ნიკა მელია ღირსეულად გამოვიდა საპატიმროდან, მოგებული მორალურად და პოლიტიკურადაც. პარლამენტში შესვლა/არ შესვლის გადაწყვეტილებასთნ დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმში ვარ.
ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით მოვიქცევი. თუ შევდივართ, მერე რას ვაკეთებთ, ან თუ გარეთ ვრჩებით, რას ვაკეთებთ? – ჩემთვის მთავარი ეს არის და არა ის გადაწყვეტილება, შევდივართ, თუ არა პარლამენტში“. – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის იდევ რამდენიმე წევრი კიევში მიხეილ სააკაშვილტან შესახვედრად გაემგზარა.