24.11.2024

გურამ მაჭარაშვილი – ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ არსებობდა ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ჩვენ ხელი უკვე მოვაწერეთ. რაც შეეხება ახალ ვარიანტს, ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ არსებობდა ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი, – განაცხადა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით,, ახალი ვარიანტი საჭირო საერთოდ არ იყო.

„ჩვენ ჩვენი მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში პირველ ვარიანტზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ ჩვენი აზროვნება სახელმწიფოებრივია და ახლა ოპოზიციის პასუხს ველოდებით. ჩვენი აზრით, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია ხელს არც ამ დოკუმენტს აწერს. რამდენჯერ უნდა დადასტურდეს, რომ ოპოზიციას არ ადარდებს არც სახელმწიფო და არც საზოგადოება, რომელიც მომხრეა, რომ პოზიცია და ოპოზიციაც პარლამენტში იხილოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი ვარიანტი საჭირო საერთოდ არ იყო. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში არ იმყოფება, პრემიერ-მინისტრი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი თვითიზოლაციაში არიან. ასევე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატიც თვითიზოლაციაშია, ამის გამო ვერ ხერხდება პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეკრება. ამაზე მეტი კონკრეტული პასუხი სანამ პოლიტსაბჭოს სხდომა არ იქნება, ვერ გვექნება” – განაცხადა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img