25.11.2024

გურამ მაჭარაშვილი – ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის აპარატი პოლიტიკურ ორგანიზაციად გადააქცია

სამწუხაროა, სახალხო დამცველმა თავისი აპარატი, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ორგანიზაციად გადააქცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებები უნდა დაიცვას და „დანარჩენ საზოგადოებას ხალხად არ მიიჩნევს და მისი აზრით, მასზე ადამიანის უფლებები არ ვრცელდება“.

„სახალხო დამცველს ისტორიასთან დაკავშირებითაც სხვა შეხედულება გააჩნია. როგორც ჩანს, რადგან ისტორია ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ ამას შემდეგ საზოგადოება აფასებს, საზოგადოების მხრიდან კი მისი ფუნქციონირება საკმაოდ ნეგატიურად არის შეფასებული, არც მისი არჩევის დროს იყო პოზიტიური დამოკიდებულება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანისთვის, ვისაც არასამთავრობო სექტორში ჰქონდა გამოცდილება, მიგვეცა შანსი, ეს გამოეყენებინა ხალხის უფლებების დასაცავად. თუმცა, სამწუხაროდ, მან ხალხი გაყო ორად, მისთვის სახალხო დამცველი ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებების დამცველს. დანარჩენ საზოგადოებას ხალხად არ მიიჩნევს, შესაბამისად, მათზე, მისი აზრით, ადამიანის უფლებებიც არ ვრცელდება. ეს არის მისი არასწორი პოზიცია, რომელსაც ალბათ, მალე ექნება დასასრული, რადგან მას ვადა გაუვა,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img