24.11.2024

გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციამ დააფიქსიროს, რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს “დააფიქსირონ რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში კომიტეტტების თავმჯდომარეობა”. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხის კომენტირებისას, რასაც შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს.

მაჭარაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის 5 კომიტეტის თავმჯდომარეობის გადაცემას გულისხმობს, ვადა საშემოდგომო სესიამდე აქვთ.

„არსებობს ვადებთან დაკავშირებული დათქმა – საშემოდგომო სესიამდეა ეს ვადა, თუმცა, ჩვენ ოპოზიციასთან გვექნება შესაბამისი კონსულტაციები, თუკი მათ ექნებათ რაიმე შემოთავაზებები, ეს ორმხრივიი საკითხია და საშემოდგომო სესიამდე ამის ვადა არსებობს. ოპოზიციის მხრიდან იქნება დასაფიქსირებელი პოზიცია, რამდენად ეთანხმებიან ამას – არალეგიტიმურ პარლამენტში რამდენად უნდათ კომიტეტის თავმჯდომარეობა. „ნაცმოძრაობის“ ერთი ნაწილი ამბობს, რომ ის არის პარლამენტის წევრი და იმუშავებს პარლამენტში, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის არის არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, მესამე ნაწილი ამბობს, რომ გარდამავალი პარლამენტის წევრია, მეოთხე ამბობს, რომ საერთოდ არ უნდოდა და მეგობარ კოლეგას შემოყვა პარლამენტში. ასე რომ, ჩამოყალიბდნენ და ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ დანარჩენი გადანაწილების საკითხი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img