23.11.2024

გურამ მაჭარაშვილი – როგორც ჩანს, ნინო ლომჯარია არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს თხოვნით მიმართოს, მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩართოს მესამე მხარედ. სახალხო დამცველის ამ განცხადებას გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი და ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ომბუდსმენი არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს.

მაჭარაშვილის თქმით, სახალხო დამცველს უნდა სააკაშვილის ადვოკატობა, რის საშუალებასაც სტატუსი არ აძლევს და ამ ფორმით სურს პროცესში ჩაერთოს.

„სახალხო დამცველის თხოვნას რაც შეეხება საქმეში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ის არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს და უნდა, რომ რამენაირად დაეხმაროს, რაც არის აბსურდი და არასწორი. მას იმდენად უნდა ადვოკატობა სააკაშვილის, რომ სტატუსი არ აძლევს ამის საშუალებას და ამ ფორმით უნდა პროცესში ჩაერთოს. სხვა მიზანი ამას არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ეს ის სასამართლოა, რომელიც კარგად იცნობს, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას. ეს აღნიშნა კიდეც თავის პრესრელიზში და თქვა, რომ ეს ის პატიმარია, რომლის მიმართ არის ბევრი საქმე და გამამტყუნებელი განაჩენი,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img