23.11.2024

გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“

უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრაქტიკულად, დღეს ისეთი სურათი მივიღეთ, როცა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის – განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მაჭარაშვილის შეფასებით, ეროვნული შერიგების თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” გულწრფელობის არავის სჯერა, „მას მეთოდები დაუძველდა და მისი ყველა პოლიტიკური ხრიკი საზოგადოებამ კარგად იცის“.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია. იგივე ნიკა მელიას განცხადებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. მისი ეს განცხადება თავად სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომელმაც ცარიელ დღის წესრიგში სასწრაფოდ შემოაგდო ე.წ. შერიგების საკითხი, რისიც არავის სჯერა. შერიგება და ამნისტია მაშინ ხდება, როცა მხარეებს უნდათ, მომავალში ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიწყოს, ჩვენ მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას და იყოს ოპოზიციაში. აპირებს, რომ ნებისმიერი მეთოდებით ხელისუფლების დაბრუნებისთვის იბრძოლოს. ამ ფონზე თუ ვინმეს სჯერა მათი გულწრფელი შერიგების, ძალიან ცდება. ამ ეტაპზე, თუ რომელიმე პარტიას ე.წ. შერიგება სურს, პარლამენტში მობრძანდეს, აღიაროს პარლამენტის ლეგიტიმურობა და ამის შემდეგ შეიძლება მათი გულწრფელი სურვილი დავინახოთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img