სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკავებას არ ელის.
მისივე თქმით, სახლიდან სამართალდამცავებს კანონთან შეუსაბამო ნივთმტკიცება არ ამოუღიათ.
ცნობისთვის, სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის სახლში დილიდან იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის სახლშიც. მისი მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.