მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
იაკობ ქაჯაიამ ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა.
ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.
შეგახსენებთ, მანამდე ქაჯაიამ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი სემენიოვი დაამარცხა, რითაც ნახევარფინალში ბრძოლის უფლება მოიპოვა.