22.11.2024

იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე რიგით მეოთხე ვერცხლის მედალი შეჰმატა. ქაჯაია ფინალურ შეხვედრაში კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 5-0 დამარცხდა.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა, მანამდე კი, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი – სერგეი სემენიოვი.

ამრიგად, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ უკვე ოთხი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთი მედალის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები გაიმეორებს 2008 და 2016 წლის შედეგს. თავიანთ შანსს ელოდებიან ქართველი სპორტსმენები – ძალოსანი ლაშა ტალახაძე, კარატისტი გოგიტა არქანია, ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა და სხვები.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img