იაპონია კიდევ 140 რუსის აქტივებს ყინავს და რუსულ ექსპორტზე აკრძალვას აფართოებს, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.
კიშიდამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ძალადობას პასუხი უნდა გაეცეს და რუსული აგრესია მხოლოდ ევროპის პრობლემა არ არის.
„იმავე შეიძლება ხვალ ჩინეთის მიერ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დომინირების მიზნით აღმოსავლეთ აზიაშიც მოხდეს. იაპონიამ და მისმა მოკავშირეებმა არასოდეს უნდა მოითმინონ სტატუს-კვოს შეცვლის ცალმხრივი მცდელობა ძალის გამოყენებით ინდო-წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ აზიაში“, – განაცხადა კიშიდამ.