იაპონიის მთავრობა რუსეთში ექსპორტზე აკრძალული საქონლისა და ტექნოლოგიების ჩამონათვალს აფართოებს. სიაში შედის, კერძოდ, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, 3D პრინტერები და აღჭურვილობა კვანტური გამოთვლისთვის. ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
გადაწყვეტილება ძალაში 20 მაისიდან შედის.
„კერძოდ, სიაში შედის შემდეგი პროდუქტები: კვანტური კომპიუტერები, მათთვის სათადარიგო ნაწილები, მიკროსკოპები, სამოდელო მოწყობილობა (3D პრინტერები).
ასევე – მოწყობილობა ორგანული LED-ების წარმოებისთვის, მიკროელექტრომექანიკური სისტემების წარმოებისთვის და წყალბადის საწვავის წარმოებისთვის, ვაკუუმური ტუმბოები, სამაცივრო მოწყობილობები და მისი კომპონენტები, პოლიმერები.
გარდა ამისა, სიაში შედის ნავთობის გადამუშავების კატალიზატორები, ჩარხების პროგრამული კონტროლის მოწყობილობები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.