უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს დაუწესდა. მათ შორის არიან:
- პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილები;
- პუტინის ყოფილი თანაშემწე იგორ შუვალოვი და მისი ოჯახი;
- რუსი მილიარდერი ალექსეი მორდაშოვი;
- რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ოჯახის წევრები
- სერგეი კირიენკო, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.
გარდა ამისა, იაპონიამ სანქციები დაუწესა 81 რუსულ კომპანიას და მათი პროდუქციის იმპორტი აკრძალა. იაპონიამ ასევე გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო სანქციები. კერძოდ, აკრძალა ფუფუნების საგნების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში.