22.11.2024

იაპონიის პრემიერი – იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი

იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ იაპონიის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები “სრულიად მიუღებელია”.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაული“, – განაცხადა კიშიდამ.

მისი თქმით, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი

„რუსულმა მხარემ სამხედრო საშუალებებს მიმართა და ეს ვითარება გამოიწვია. იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს, მათ შორის ფუმიო კიშიდა, ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img