24.11.2024

იენს სტოლტენბერგი – 14 ივნისს სამიტზე განიხილება ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ღირებული პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინისთვის

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის დღის წესრიგის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება.

ნატოს-ს 2021 წლის სამიტი 14 ივნისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართება.

“ნატოს ლიდერები აქ, ბრიუსელში შეიკრიბებიან მომავალ კვირაში, უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენი ალიანსისთვის და კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გლობალური კონკურენციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ერთდროულად უნდა ვუპასუხოთ ბევრ საფრთხესა და გამოწვევას – რუსეთისა და ჩინეთის ზეწოლას კანონებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე, ტერორიზმის საფრთხეს, რომელიც კვლავაც ძალაშია, დახვეწილ კიბერთავდასხმებს, შეფერხების გამომწვევ ტექნოლოგიებს და კლიმატის ცვლილებებს” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი პრესკონფერენციაზე საქართველოს და უკრაინის საკითხებსაც შეეხო და თქვა, რომ სამიტის დღის წერიგში იქნება ნატოს მყარი მხარდაჭერა ამ „ღირებული პარტნიორების“ და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„უკრაინა და საქართველო ორი ძალიან ღირებული პარტნიორია. ჩვენ მათ როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება ამ ორ ძალიან ღირებულ პარტნიორთან. ეს იმის გამოცაა მნიშვნელოვანი, რომ ეს პარტნიორები რუსეთის აგრესიული ნაბიჯების სამიზნეები იყვნენ. საქართველო 2008 წელს – და [რუსებს] საქართველოს ტერიტორიის ნაწილები კვლავაც ოკუპირებული აქვთ – და იგივეს ვხედავთ უკრაინაში, ყირიმის უკანონო ანექსირებით და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციით, რომელიც კვლავაც გრძელდება“.

სტოლტენბერგის თქმით, ამ ორ ქვეყანასთან მიმართებით აქცენტი რეფორმებზეა, და ალიანსი გააგრძელებს ქვეყნების მხარდაჭერას რეფორმების დანერგვის კუთხით.

მან 14 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს “მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა ალიანსისა და კოლექტიური უსაფრთხოებისათვის”.

”ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რადგან სამოცდაათ წელზე მეტია, ჩვენ სამყაროსთან ერთად ვიცვლებით. ორშაბათს, სამიტზე, ჩვენ გვექნება მასშტაბური დისკუსიები და მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენი ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება დავიცვათ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img