23.11.2024

იენს სტოლტენბერგი – ავღანეთში კოლაფსი სწრაფი და მოულოდნელი იყო – სიტუაცია უკიდურესად სერიოზული და არაპროგნოზირებადია

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ავღანეთში „სიტუაცია უკიდურესად სერიოზული და არაპროგნოზირებადია“.

როგორც სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქაბული დაეცა და თალიბანმა კონტროლი აიღო ქვეყნის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე.

„მე ღრმად ვარ დამწუხრებული, ავღანეთში განვითარებული მოვლენების ხილვით. ახლა ნატო ფოკუსირებულია მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების პერსონალის უსაფრთხო გაყვანის უზრუნველყოფით. ნატო დღე და ღამ მუშაობს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში ოპერაციის გასახორციელებლად. დღევანდელი შეხვედრის დროს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ დამატებით თვითმფრნავებს გზავნიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, თალიბანმა პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოს ყველა მათგანის უსაფრთხო გამგზავრებას, ვისაც წასვლის სურვილი აქვს.

„აეროპორტი, ასევე გზები და სასაზღვრო გადასასვლელი ღია უნდა იყოს. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა უნდა მოხდეს ინკლუზიური მთავრობისთვის შურისძიების და ანგარიშსწორების გარეშე. მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს ყველა ავღანელის ფუნდამენტურ უფლებებს და აღადგენს შიშის გამეფებას, საერთაშორისო იზოლაციის რისკის წინაშე დგას“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ავღანეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია თალიბანს და ვერ მაღწია პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას, რაც ავღანელებს ძალიან სურდათ.

„ავღანეთის ხელმძღვანელობის ამ წარუმატებლობამ გამოიწვია ის ტრაგედია, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ამასთან, საჭიროა ნატოს ავღანეთში ჩართულობის გულწრფელი, ცხადი შეფასება. მიუხედავად ჩვენი მნიშვნელოვანი ინვესტიციისა და მსხვერპლისა ოცი განმავლობაში, კოლაფსი სწრაფი და მოულოდნელი იყო. აქ ბევრი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს მისიას ავღანეთში წარმატებებიც ჰქონდა, მათ შორის ხელი შეუშალეს ქვეყნის ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფრად ქცევას.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სტაბილური და მშვიდობიანი ავღანეთის მხარდაჭერა“, – დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img