NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-ს საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ NATO უკრაინას გადასცემს ანტისატანკო, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და დრონებს.
“ნატოს ლიდერები შევთანხმდით იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს შემდგომი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს მათი თავდაცვითი შესაძლებლობები. ჩვენ უკრაინას სამხედრო დახმარებასაც გავუწევთ და მათ გადავცემთ ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვით სისტემებსა და დრონებს, რომელებიც მაღალეფექტურია. აგრეთვე, მათ მიმართ გავაგრძელებთ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც. უნდა გავაძლიეროთ მათი კიბერუსაფრთხოება და ასევე გადავცეთ შესაბამისი აღჭურვილობა, რათა უკრაინამ თავი დაიცვას ბიოლოგიური, ქიმიური და ატომური საფრთხეებისგან. გვსურს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად” – განაცხადა სტოლტემბერგმა.