25.11.2024

იენს სტოლტენბერგი – რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკი იზრდება

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ რეგიონში სამხედრო გაფართოების ფონზე, მისი უკრაინაში შეჭრის რისკი “იზრდება”. 

“ჩვენ ვისმენთ მუქარის რიტორიკას, ძალიან ძლიერ რიტორიკას რუსეთის მხრიდან. თუ არ დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს, დადგება, რასაც თავად უწოდებენ სამხედრო-ტექნიკური შედეგები. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამოცდილება.

შედეგად, თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, სამხედრო ფორმირებას, მუქარის რიტორიკას და რუსეთის წარსულ მოქმდებებს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, რეალური საფრთხე არსებობს. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის”.- აღნიშნა სტოლტენბერგმა CNN-თან ინტევიუში. 

NATO-ს გენერალური მდივნის განმარტებით, კვლავ არსებობს შესაძლებლობა, რომ პრობლემა პოლიტიკური, დიპლომატიური გზით გადაიჭრას. ალიანსი მზადაა, მუსმინოს რუსეთს, თუმცა, სტოლნბერგის თქმით, ეჭვი არავის არ ეპარება, რომ რუსეთი აგრესორია. 

“ყველასათვის ცხადია, თუ ვინ არის აგრესორი. უკრაინის ნაწილი – ყირიმის ტერიტორია უკუპირებულია რუსეთის მიერ. ასევე, იგი აკონტროლებს აღმოსავლეთ უკრაინის, დონბასის ნაწილს და არის აგრესორი.

[…] ჩვენ ვმოქმედებთ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და მას, პირველ რიგში, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს”. – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img