მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა კალიფორნიაში დარჩენილი უკანასკნელი სახლიც გაყიდა. სან-ფრანცისკოში, ჰილსბოროუში მდებარე შვიდ საძინებლიანი სახლი ფასდაკლებით $32 მილიონად გაიყიდა. მასკის ფეშენებელური სახლი, გასაყიდად გამოტანიდან 18 თვის შემდეგ გაიყიდა.
როგორც Tesla-ს დამფუძნებელმა ივნისში განაცხადა, ის ტეხასში პატარა სახლში ცხოვრობს, რომელსაც საკუთარი კომპანიისგან, Space X-ისგან ქირაობს. გასულ წელს ილონ მასკმა, პირობა დადო, რომ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას თითქმის სრულად გაასხვისებდა, რადგან სურს რესურსი მარსის კოლონიზებაში გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო საკუთრების გაყიდვის შემდეგ მასკი კალიფორნიის რეზიდენტი აღარ არის. შტატს ტოვებენ Tesla და მისი საქველმოქმედო ორგანიზაციაც. კალიფორნიიდან გადასვლა მასკს $2 მილიარდამდე გადასახადებს აარიდებს თავიდან. კალიფორნიის შტატს მდიდრებისთვის ქვეყანაში ყველაზე მაღალი გადასახადები აქვს.