ინდოეთმა მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ჩინეთის საზღვართან დამატებით სულ მცირე 50 000 სამხედრო განალაგა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიმალაიში ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება 1962 წელს მოხდა, ინდოეთის თავდაცვის სტრატეგიული მიმართულება პაკისტანი და ქაშმირის სადავო რეგიონი იყო. გასული წლის მანძილზე ინდოეთ-ჩინეთის ბრძოლების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის ადმინისტრაცია ისლამაბადთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდა და ძირითადად პეკინის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო კონცენტრირებული.
ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ინდოეთმა ჩინეთთან საზღვრის გასწვრივ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიარაღებული ძალები და მებრძოლები განათავსა. ინდოეთს ახლა დაახლოებით 200 000 სამხედრო ჰყავს საზღვარზე, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია.
ინდოეთის სამხედრო წარმომადგენლობა წარსულში მიზნად ისახავდა ჩინეთის მოქმედებების შეჩერებას, ახლა ჯარების გადანაწილება ინდოეთს მეტ შესაძლებლობას მისცემს, წამოიწყოს იერიში საჭიროების შემთხვევაში. სტრატეგიაში, რომელსაც “თავდასხმითი თავდაცვა” უწოდეს, მოიცავს ვერტმფრენებისა და საარტილერიო ნაწილების, ასევე სამხედროების მარტივ ტრანსპორტირებას.
ინდოეთი ირწმუნება, რომ ჩინეთის განმათავისუფლებელმა არმიამ ტიბეტიდან დამატებითი ძალები გადასხა სინჯიანგში, რომელიც პასუხისმგებელია ჰიმალაის გასწვრივ სადავო ტერიტორიების პატრულირებაზე. ჩინეთმა დაამატა ასაფრენი ბილიკის შენობები, ბომბდამცავი ბუნკერები საბრძოლო თვითმფრინავებისა და ახალი აეროდრომების დასასაწყობებლად ტიბეტის სადავო საზღვრის გასწვრივ. პეკინმა ასევე დაამატა არტილერია, ტანკები, სარაკეტო პოლკები და ორმაგი ძრავის გამანადგურებლები.
არსებობს შიში, რომ არასწორმა გათვლამ შესაძლოა, კიდევ უფრო მომაკვდინებელი კონფლიქტი გამოიწვიოს.
“ორივე მხარეს ამ რაოდენობის სამხედროს არსებობა სარისკოა, როდესაც საზღვრის კონტროლის ოქმები ირღვევა, სავარაუდოდ, ორივე მხარე აგრესიულად პატრულირებს სადავო საზღვარზე. მცირე ლოკალურმა ინციდენტმა კი, შესაძლოა, არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს”,- ამბობს დს ჰუდა, გენერალ-ლეიტენანტი და ჩრდილოეთ არმიის ყოფილი მეთაური ინდოეთში.
“სამხედრო მანევრები შედარებით სიმშვიდის პერიოდს მოჰყვა გასული წლის ზაფხულის ბრძოლების შემდეგ, როდესაც ინდოეთმა დაკარგა კონტროლი 115 კვ.მ. მიწაზე სადავო მაღალმთიანეთში”,- იტყობინება Bloomberg-ი. ივნისის ყველაზე მძიმე შეტაკების დროს 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
“გასული წლის კრიზისმა ინდოეთის ლიდერებს აჩვენა, რომ ჩინეთი უდიდესი სტრატეგიული გამოწვევა გახდება მომავალში და მიიპყრო ყურადღება პაკისტანიდან. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკას”,- აცხადებს სუჰანტ სინგჰი, პოლიტოლოგი და მოწვეული ლექტორი იელის უნივერსიტეტში.