22.11.2024

ინდოეთში კოვიდის ახალი სახეობა, “ორმაგი მუტანტი” აღმოაჩინეს, დაინფიცირების ორმაგად ძლიერი უნარით

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით მათ ახალი, კორონავირუსის „ორმაგი მუტანტის“ სახეობა აღმოაჩინეს და მასთან ერთად ვირუსის კიდევ სხვა, მრავალი სახეცვლილი ვარიანტები. ეს შედეგი მათ ქვეყნის 18 შტატში ჩატარებული სამუშაოების შემდეგ მიიღეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 47 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო თვის მანძილზე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. კორონავირუსით ჯამში, ინდოეთში, 11 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით ახალი მუტაცია აღმოჩენილია ახალი ნიმუშების 15-20 პროცენტში და მათ ორგანიზმის იმუნური სისტემისგან თავის დაღწევა და დაინფცირების მაღალი, გაზრდილი მაჩვენებელი გააჩნიათ. მისი თქით ახალი მუტაციური ვარიანტი წინა მუტაციებთან მსგავსებას არ ამჟღავნებს.

საყურადღებოა, რომ დღეს დიდ ბრიტანეთში სპეციალური სააგენტო შეიქმნა, რომლის მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სფეროზე გარედან მომავალი საფრთხეების მოგერიება იქნება. წაიკითხეთ აქ – https://bit.ly/39baeb

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img