22.11.2024

ირაკლი ღარიბაშვილი – ამერიკული ხომალდების ვიზიტი ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების მკაფიო დადასტურებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

“საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ძალიან ძლიერი დატვირთვა გააჩნია. საქართველო არის გლობალური უსაფრთხოების ერთგული მოკავშირე და მონაწილე. ჩვენ კარგად გვესმის შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და გამიზნული გვაქვს ჩვენი მოკავშირეების დახმარება ამ მიმართულებით. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. სარდლობებს შორის თავსებადობა, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნები და კრიზისულ პერიოდებში ჩვენი ძალების გაერთიანება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მეგობრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბათუმში ყოფნისას გაეცნონ ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. მინდა, ჩვენს სტუმრებთან ერთად, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს, თითოეულ ამერიკელს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვერდით უდგას საქართველოს. ჩვენი მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩამობრძანებისთვის და წარმატებულ ვიზიტს გისურვებთ”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ამერიკულ ხომალდ “მაუნთ უიტნიზე” ყოფნისას ამერიკული ხომალდების ეკიპაჟის წევრებს და პირად შემადგენლობას.

ცნობისთვის, ბათუმში აშშ-ს მეექვსე ფლოტის სამხედრო ხომალდები შემოვიდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img