დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, გადასცემენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ მხარეს, პრემიერმა თქვა, რომ ეს გამორიცხულია.
„გამორიცხულია, ასი პროცენტით გიდასტურებთ. ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში.” – განაცხადა ღარიბაშვილმა