ჩვენი მისწრაფება გავხდეთ ევროკავშირის წევრი, არც ერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადს და ამ პროცესთან დაკავშირებით კრემლის განცხადებებს შეეხებოდა.
როგორც ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, „რუსეთისთვის შეიძლება ეს არ იყოს სასურველი სცენარი, მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელიც არის შეუქცევადი“.
„ჩვენი ევროინტეგრაციის არჩევანი ეს არის არამხოლოდ ერთი კონკრეტული მთავრობის ან პოლიტიკური გუნდის არჩევანი, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე მესმის, რომ რუსეთისთვის შეიძლება ეს არ იყოს სასურველი სცენარი, მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელიც არის შეუქცევადი. ჩვენ ეს შეუქცევადი პროცესი გავხადეთ ჩვენს მიერ 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერით, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენი მისწრაფება გავხდეთ ევროკავშირის წევრი, არც ერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.