მე მინდა, რომ საერთოდ გავიგო რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო, – ასე უპასუხა პერემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიაზე დაკავშირებით დასმულ კითხვას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „ყველა ადამიანის ქმედებას შესაბამისი შეფასება მიეცემა“.
„მე მინდა, რომ საერთოდ გავიგო რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმონო. იცოდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის, პოლიტიკოსებმა, რომ ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართულ ოცნებაში” არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის შიგნით დაძაბულობა არ არის და დღეს “ქართული ოცნება” ყველაზე შეკრული გუნდია.
„ნაცმოძრაობის“ შიგნით არის აბსოლუტური ქაოსი, ნახეთ რაც მოხდა, დაიბარეს მელია, სააკაშვილის ძალიან მკაცრი ლექციები წაუკითხეს და გამოუშვეს უკან. დღეს, ყველაზე მეტად შეკრული გუნდია „ქართული ოცნება“, ყველა ლიდერს, ყველას გვაქვს ნათლად გამიჯნული, განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ჩვენი ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება, ძალიან შეკრული გუნდი ვართ, ისეთი, როგორიც არასდროს არ ყოფილა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.