პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კომენდანტის საათის საკითხზე იმსჯელებენ.
“ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტების ნაკადი იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას. ბევრი ჩივილი გვესმის იმაზე, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტრიდან”. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.