ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვა, მათი განვითარების, ჯანმრთელობის, სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდის პირობათა შექმნა საქართველოს ძლიერების წინაპირობა და ამდენად, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი რეფორმა და პროექტი განხორციელდა.
„შარშან ჩვენ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გავაორმაგეთ. დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება.
ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ “, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.