საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს, ვინაიდან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, “ახალგაზრდები, სწავლის და მუშაობის ნაცვლად, ნარკომანიით არიან დაკავებული”.
“ბოლო პერიოდში საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებელობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, სხვადასხვა საქმიანობით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები ამ მავნე ნივთიერებების მოხმარებით.
ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც, ამის თაობაზე ჩვენ გვექნება დამატებით საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს”. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე.