საარჩევნო ბარიერის დაწევა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კობახიძე განმარტავს, 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება.
„ყველამ იცის, რომ 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. რაც შეეხება ბარიერის დაწევას. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის პირველ რიგში იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ჩვენ დაველოდებით, დავაკვირდებით რამდენად არის ეს სურვილი რადიკალური ოპოზიციის მხარესაც. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს კობახიძე.