ეს ე.წ. კონსილიუმი არის „ფეიკი“ და გაავრცელეს „ფეიკი“ ტიკარაძის პოზიციაზე, – ასე გამოეხმაურა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსილიუმის წევრი ექიმების განცხადებებს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან გუშინ გვიან ღამემდე ჰქონდა კომუნიკაცია და სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით ტიკარაძის პოზიცია, რომელიც კონსილიუმის წევრმა გაახმოვანეს, ტყუილია.
„ეს არის ტყუილი და მინისტრი ამაზე გააკეთებს განცხადებას. ეკატერინე ტიკარაძეს აქვს თავისი მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა, აქედანაც ჩანს, რომ ეს კონსილიუმი თავად არის „ფეიკი“ და ავრცელებს „ფეიკებს“ ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით – მათ ტყუილი გაავრცელეს,“ – განაცხადა კობახიძემ.